ქარ    Eng
   
ბიზნეს პარტნიორთათვის
რატომ საათეკი?
ჩვენი სერვისები
სიახლეები
პორტფოლიო
IT პროფესიონალთათვის
მუშაობა საათეკში
მიმდინარე ვაკანსიები
იხილეთ პორტფოლიო
 
კონტაქტი
ტ:   (+995 32) 2 365334
(+995 32) 2 331399
ე: info@saatec.com
 

 
 
მთავარი | საიტის რუკა | კონტაქტი
Saatec - Software Development, Web design, SEO, Tbilisi, Georgia Saatec - Software Development, Web design, SEO, Tbilisi, Georgia
       
     
მუშაობა საათეკში

შესავალი
პირველ რიგში გვსურს რამოდენიმე სიტყვით გაგაცნოთ კომპანია საათეკი - იდეებისა და შესაძლებლობების რეალიზატორი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული  კომპანია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ყოველი კლიენტის საუკეთესო ხარისხის სერვისით უზრუნველყოფა. კომპანია დაარსდა თბილისში, მაგრამ ის ემსახურება კლინტებს არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: პროგრამირება, ვებ-დიზაინი, ვებ-გვერდის დამუშავება, განახლება, შექმნა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი.

კომპანია საათეკი დაფუძნდა 2003 წლის ნოემბერში და არსებობის პირველ თვეებში მასში დასაქმებული იყო ოთხი ადამიანი. კომპანია სწრაფი ტემპებით ვითარდება და თანამშრომელთა რიცხვი დღეისათვის გაიზარდა 15-მდე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი არის ბ-ნი მირიან ნადარაია. საათეკის ტექნიკური დირექტორი ბ-ნი სანდრო ძაგანიშვილი ხელმძღვანელობს ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებას და პასუხისმგებელი არის კომპანიის ტექნიკურ ხედვასა და მიმართულებაზე.

საათეკი სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვეძებთ მაღალი დონის სპეციალისტებს მათთან თანამშრომლობისათვის. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია კომუნიკაბელური და ინტელექტუალური ახალგაზრდებით. იყო ჩვენი გუნდის წევრი, გაძლევთ პროფესიულად გაზრდის შესაძლებლობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შეგიწყოთ ამაში. ამავე დროს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ არ დაიშურებთ მონდომებას ჩვენთან თანამშრომლობის პერიოდში.

ხელშეკრულება
ურთიერთობა კომპანია საათეკსა და თანამშრომელს შორის განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

პირველი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ერთი თვის ხანგრძლივობით. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, კომპანია გაგიგრძელებთ ხელშეკრულებას ორმხრივი მოლაპარაკების შედეგების საფუძველზე. ყველა თქვენი მოვალეობა და პასუხიმგებლობა მითითებული იქნება კონტრაქტში, შესაბამისად წაიკითხეთ ხელშეკრულება ყურადღებით ხელის მოწერამდე.

შრომითი ანაზღაურება
თანამშრომლის ანაზღაურება დაანგარიშდება მისი გამოცდილებისა და ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიხედვით. ყოველი თვის ხელფასი  ჩაირიცხება  თანამშრომლის საბანკო ანგარიშზე მომდევნო თვის პირველ სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში თუ არა გაქვთ საბანკო ანგარიში, თქვენ მოგიწევთ მისი გახსნა საკუთარი ხარჯებით.

საოფისე აღჭურვილობა
ჩვენი ოფისი ნამდვილად შთამბეჭდავია. ჩვენი ოფისი მდებარეობს ახალ აშენებული და კეთილმოწყობილი საოფისე შენობის ბოლო სართულზე, საბურთალოზე. კომპანიაში ყველას გააჩნია საკუთარი კომპიუტერი ან ლეპტოპი, ყველა დეპარტამენტს კი - საკუთარი ოთახი. აგრეთვე ჩვენ გვაქვს პატარა სამზარეულო და  ცივი და ცხელი წყლის გაყვანილობა. ოფისი ასევე აღჭურვილია ცენტრალური გათბობის სისტემით, საკონდიციონერო სისტემებით, ალტერნატიული დენის წყაროთი.

სამუშაო საათები
კომპანიის სამუშაო საათი იწყება დილის 9 საათზე (ზამთრის პერიოდში - 10 საათზე). შესვენების საათები განისაზღვრება 13-სთ-დან 14-სთ-მდე. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო საათი მთავრდება 18 საათზე (ზამთარში - 19 საათზე), ზოგჯერ საქმიდან გამომდინარე საჭიროა თანამშრომელი დარჩეს და იმუშაოს დამატებით.

თანამშრომელთა დამატებით სამუშაო საათები ანაზრაურებადია - ძირითადად სახელფასო განაკვეთის 5 %.
თანამშრომელი დროულად უნდა გამოცხადდეს სამსახურში! დაგვიანების შემთხვევაში მას მიეცემა შენიშვნა.

პროგრამისა და დიზაინის საკუთრების უფლება
კომპანიაში მუშაობის პერიოდში თანამშრომლის მიერ შექმნილი ნებისმიერი  პროგრამა თუ დიზაინი რჩება კომპანია საათეკის საკუთრებაში.

თანამშრომელს არა აქვს უფლება გამოიყენოს, გაყიდოს ან მიაწოდოს ვინმეს საათეკის ნებისმიერი პროდუქტი, კომპანიის ხელმძღვანელობის წერილობითი ნებართვის გარეშე.

კონფიდენციალობა
ნებისმიერი ინფორმაცია თუ კლიენტთა მონაცემი, რომელსაც კომპანიაში მუშაობისას იყენებს თანამშრომელი არის საათეკის ან კლიენტის საკუთრება და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

თქვენ არა გაქვთ უფლება კომპანიაში მუშაობისას ან შემდგომი პერიოდის განმავლობაში, გადასცეთ კომპანიის საქმიანობის ამსახველი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია  სხვა პიროვნებას.

სატელეფონო საუბრის მანერა
ტელეფონზე კორექტულად საუბრის მანერა არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საათეკში მუშაობისას. ტელეფონით საუბრისას თანამშრომელი უნდა იყოს თავაზიანი კლიენტისადმი. კომპანიაში შემუშავებულია შესაბამისი პროცედურები რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ტელეფონზე საუბრისას და ყველა თანამშრომელმა უნდა იხელმძღვანელოს ამით.

ინგლისურის ცოდნა
ინგლისურის ცოდნა არის მეორე კრიტერიუმი  საათეკში სამუშაოდ. კომპანიის კლიენტთა უმრავლესობას წარმოადგენს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი წამყვანი კომპანიები.  შესაბამისად,  ყველა დოკუმენტაცია  პროექტის შესახებ ძირითადად არის ინგლისურ ენაზე. კომპანიის თანამშრომელთა უმრავლესობა პირდაპირ კავშირშია უცხოელ კლიენტებთან. აქედან გამომდინარე, კომპანიაში მუშაობის მსურველებს უნდა შეეძლოთ ინგლისურად წერა-კითხვა. სალაპარაკო ინგლისური სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ საათეკში მუშაობით, შეამოწმეთ ”მიმდინარე ვაკანსიები”-ს გვერდი.

     
     
© 2007. შპს საათეკი
Decorating Ideas interior design article Interior Design Ideas Solar Power Power Plant Home improvement Dream Home Design ideas Decoration Trends Boats for Sale Studioaflo 2014 interior design decoration blog interior design ideas and tips interior designn british interior design